ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრის (ხელმძღვანელი დონარ აბულაძე) და ეკო-კლუბ ,,ძირქვას"( ხელმძღვანელი ლელა ძირკვაძე) წევრებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივბა ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დეა და მარი თავართქილაძეებმა თემაზე - ,,22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა“ მინი-ლექცია წაიკითხეს.
წრისა და კლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და გაამწვანეს.
ჩატარდა მხიარული ესტაფეტა ლოზუნგით - ,,ჯანსაღი გარემო“. მოსწავლეებმა მასწავლებლებს სთხოვეს აზრის გამოთქმა - “რა გადაარჩენს დედამიწას“ და აზრების ფურცელზე ჩაწერეს.
„დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული გამოვიდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები