ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს აქცია, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. აქციის ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან კუჭუხიძე გახლდათ.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით უერთდება.
იხილეთ ფოტოები