ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
დასკვნითი ღონისძიება დაწყებითი კლასების კათედრამ ჩაატარა.
ღონისძიები ფარგლებში: პირველ კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მესამე კლასის მოსწავლეებმა ნახატებით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები და მოაწყვეს გამოფენა, დასასრულს კი მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,ჩვენი ენა ქართული“ წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები