ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ,,ძალა ერთობაშია“ წარმატებით გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები იმართება, მათ შორის სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები და კედლის გაზეთები შექმნეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები