გორის მუნიციპალიტეტის, ხურვალეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში VII-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მოამზადა ამავე სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა-მარიამ ჭყოიძემ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გამოხატეს თავიაანთი დამოკიდებულება დედამიწის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათი ვალდებულებაა გაუფრთხილდნენ და დაიცვან დედამიწა. მოსწავლეებმა თემაზე - ,,22 აპრილი დედამიწის დღეა“ პოსტერი შექმნეს და სკოლის ფოიეში განათავსეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სკოლის დირექცია.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები