ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლას სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი ზვიად ჩუბინიძე და დირექციის წარმომადგენლები ლაშა გორგილაძე და ვახტანგ უგლავა ესტუმრნენ.
სტუმრები სკოლის მოსწავლეებს აღნიშნული ჰესის მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრნენ და მოსწავლეების მიერ დასმულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა სკოლას თანამედროვე ტიპის ციფრული საბეჭდი მოწყობილობა, პროექტორი და ეკრანი გადასცეს საჩუქრად.
იხილეთ ფოტოები