აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა (თ. კუხიანიძემ) დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი განახორციელა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
სკოლის აღსაზრდელები პროექტში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები