მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ნინი გაგუამ ქართული ენისა და ლიტერატურის კინგსის სასწავლო ოლიმპიადის I ტურში 100-დან 100 ქულა მიიღო.
„ცხადია, ეს მისი მასწავლებლის (რუსუდან გაგუა), მშობლების და საკუთრივ ნინის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მეორე ტურისთვის მეცადინეობებსაც მალე შეუდგებიან. ვულოცავთ ნინის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მისი მომდევნო დიდი წარმატებების საფუძველი იქნება“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები