წყალშავის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნელი ციცქიშვილმა გაკვეთილი როლური თამაშების მეთოდით ჩაატარა
23-04-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, წყალშავის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნელი ციცქიშვილმა მე-7 კლასში როლური თამაშების მეთოდით გაკვეთილი ჩაატარა.                                                                                               


სკოლის წარმომადგენლის თქმით, როლური თამაშები ყველაზე შემოქმედებითი მეთოდია, იგი ხელს უწყობს საკითხის ღრმა წვდომას, ინფორმაციის შეფასებასა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართვასა და მოტივაციის ამაღლებას.                                                   


 „მოსწავლეებმა შემოქმედებითად გამოიყენეს საკუთარი ხელით შექმნილი აქსესუარები. შეფასდა მათი შემოქმედებაც, თუ როგორ მოირგეს როლები და როგორ გადმოსცეს არჩეული გმირის განცდები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203