თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ბორბალოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება -„დედამიწა ყველასთვის ერთია“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს, ლექსები წარმოთქვეს და ამ თემასთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბიოლოგიის მასწავლებელი ნათელა ყელბერაშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მარეხი ჯანგებაშვილი, ქიმიის მასწავლებელი ნელი სულხანიშვილი, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ეკა ვარამაშვილი და მანანა ასლანიშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა გიორგაძე და მუსიკის მასწავლებელი მაია დალაქიშვილი.
იხილეთ ფოტოები