ცაგერის მუნიციპალიტეტის, აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის აღსაზრდელები დიპლომითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
მე-5 კლასის მოსწავლეს ზაქრო ჭაბუკიანს „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისათვის დიპლომი გადაეცა, სალომე ჯიაძეს, ნიკა მუშკუდიანს, საბა ხეცურიანს, სოსო კინწურაშვილს, ნუცა ჩხეტიანს და ანასტასია ახვლედიანს კი - სერტიფიკატები.
აღვის სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები