როგორ შეიძლება სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება - გუთურის სკოლის საინტერესო მაგალითი
28-03-2017
გუთურის სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა და I-V კლასის მოსწავლეებმა ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში განახორციელეს შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი ''სტუმრად თოჯინებთან''.  

ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნიდან მათ პრაქტიკულად იხილეს და გაეცნენ თეატრის სპეციფიკას, უკეთ აღიქვეს თეატრის არსი და მისი მნიშვნელობა ადამიანის სულიერ სამყაროში, გაკვეთილებზე დამზადებული ხელნაკეთი თოჯინები კი მასპინძლებს უსახსოვრეს. 
 
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ, ბავშვებს თეატრში ექსკურსიამძღოლობა გაუწია, პატარებს გააცნო თეჯირის მიღმა სამყარო, სარეკვიზიტორო.   
 
მასწავლებლის ინიციატივით მათ მოილოცეს ბაგრატის ტაძარი, სადაც ხელოვნების მასწავლებელმა გაკვეთილებზე ნასწავლი თემებიდან გამომდინარე ბავშვებს ესაუბრა არქიტექტურაზე, ხატწერაზე, ჭედურობაზე, რელიეფზე და ხუროთმოძღვრებაზე.   
 
მოსწავლეები კმაყოფილები და მხიარულები დაბრუნდნენ სახლში, მათი თქმით ამ დღემ კიდევ უფრო გაალამაზა სკოლის ცხოვრება.  
 
სკოლა მადლობას უხდის ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან გაბრიჭიძეს და მთელ კოლექტივს გაწეული გულისხმიერებისთვის.
  
პროექტის ხელმძღვანელი იყო გუთურის სკოლის ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ხიჯაკაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203