ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
„ღონისძიებაში სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა. კვირული კი ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად მეოთხეკლასელებმა, ლელა გობრონიძის ხელმძღვანელობით, დაასრულეს.
მოსწავლეებმა წიგნი სახელწოდებით „მეგობრები“ შექმნეს. წიგნში მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილებზე მათ მიერ დაწერილი პატარა მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები შეიტანეს, იმ მოლოდინით, რომ მომავალ წელს ლელა მასწავლებელი მათ პირველკლასელებს წაუკითხავს (წიგნში შესული ტექსტები არის პირვანდელი სახით, ყოველგვარი ჩასწორების გარეშე)“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები