ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
X კლასში გაკვეთილი-სიმპოზიუმი ჩატარდა, VII-კლასელები პროეტში ონლაინვიქტორინით ჩაერთნენ , IX კლასმა კი სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები: „14 აპრილი - ქართული საზოგადოება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ“( მიხეილ კახაძე), „ო, ენავ ჩემო“(მეგი სურმანიძე), „ქართული ენა - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“(გუგა ვარშანიძე), „ენის ენერგია ერის სულიერი ენერგიაა“(თამარ ხმალაძე); ემოციური დეკლამაციით განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს გოგიტა სურმანიძემ, ანზორ ქარცივაძემ, მერი სურმანიძემ, ჟენია ცეცხლაძემ და სხვ.
პროექტის ხელმძღვანელის, ხათუნა ხალვაშის მიერ შექმნილ ონლაინვიქტორინაში (kahoot.com; quizizz.com; learningapps.org) ნინო ქარცივაძემ, მირზა სურმანიძემ და ბესო ქამაშიძემ გაიმარჯვეს.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გამომეტყველებითი კითხვის ნიუანსები ისწავლეს, გააანალიზეს ლიტერატურული ტექსტები, შექმნეს დახვეწილი კალიგრაფიის ნიმუშები; მიიღეს საფუძვლიანი ცოდნა მშობლიური ენის, დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ. გააცნობიერეს რა როლს ასრულებდა მშობლიური ენა სხვადასხვა ეპოქაში, ჩამოაყალიბეს თვალსაზრისი, დაწერეს ჩანახატები, ესეები, საკონფერენციო მოხსენებები, იპაექრეს ინტერნეტსივრცეში.
იხილეთ ფოტოები