ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხოფურის საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეულის ფარგლებში სკოლის დირექციამ კონკურსი გამოაცხადა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსისთვის მოსწავლეები ჟიურის წინაშე სპეციალურად მომზადებულები წარსდგნენ, რომელთაც ქართველ პოეტთა შემოქმედება მაღალი საშემსრულებლო ხარისხით წარადგინეს.
კონკურსზე მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნაშრომებიც წარმოადგინეს.
გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები