2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი გამოცხადდა
24-04-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს.

საბუთების მიღება 24 აპრილიდან დაიწყება და 5 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2 ან C1) ან CELTA სერტიფიკატი;
  • ტესტური დავალებების შექმნაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ ხუთი წლის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ზოგად ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, კონკურსანტის ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების შერჩევა;
  • მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეები დაწერენ მცირე მოცულობის თხზულებას. კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც გაეცნობიან თხზულების შეფასების სქემასა და შეფასების კრიტერიუმებს;
  • მესამე ეტაპზე  მონაწილეები შეაფასებენ იმიტირებულ საგამოცდო თხზულებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის დასკანერებული ვერსია უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@naec.ge

იხილეთ ბრძანება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203