„თუ პედაგოგების მატერიალური მდგომარეობა არ გამოსწორდება, სხვა ამოცანების გადაწყვეტა ძალიან რთული იქნება“ - მიხეილ ბატიაშვილი
24-04-2019

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, განათლების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების რიცხვში შედის სკოლამდელი განათლება, უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი და რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა.

მისი განცხადდებით, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობა. 

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, 7 მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – განაცხადა ბატიაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203