პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაშრომზე „იმერეთის თაიგული სვირი“ იმუშავეს
24-04-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პირველი სვირის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა ჯგუფი (ლუკა წაქაძე, ნინო გელაშვილი, მაგდა ბაღდაძე და ლუკა ჩხიკვაძე) თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ახალგაზრდა ფოლკლორისტთა XIX შეკრება“ მონაწილეობდა. 

მოსწავლეებს პედაგოგი მარეხ გიორგაძე ხელმძღვანელობდა. 

მათ წარმოადგინეს და დაიცვეს ნაშრომი „იმერეთის თაიგული სვირი“.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პედაგოგს კი მადლობის ფურცელი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203