ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსის ორგანიზატორი CENN და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) იყო და ის საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი) და თბილისში გაიმართა.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეაგროვეს ქაღალდის ნარჩენები. საბოლოო ჯამში მათ 250 კგ ქაღალდის ნარჩენი მოაგროვეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებს საჩუქრად სერტიფიკატები, პოსტერები და ჩანთები გადაეცათ.
მათ პედაგოგი ნანა ვასაძე-ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები