არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარდენახის საბაწმინდის ტაძარი მოინახულეს
24-04-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, არაშენდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა,(დამრიგებელი: ნინო მოსულიშვილი) კარდენახის საბაწმინდის ტაძარი მოინახულეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თვალწარმტაცი ბუნების წიაღში, ცივგომბორის მთის ამწვანებულ კალთებსა და ალაზნის ზურმუხტოვან ველზე გადაშლილმა სოფელმა და მე-13 საუკუნეში აგებულმა ჯვარგუმბათოვანმა საბაწმინდის ტაძარმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203