ქვედა სამების საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-04-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა სამების საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნელი ბერიძე ხელმძღვენელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. მოსწავლეებმა ასევე 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს. 

„კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ლამაზი დღე შემატა ჩვენი სკოლის ცხოვრებას დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საღამოთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნელი ბერიძემ და ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეტ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203