აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
24-04-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ისინი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203