ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ჩვენ კვლავაც ერთად დავდგებით“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მეხუთე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ დამრიგებელი ლეილა მჭედლიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული 21 გმირი, მათ ხსოვნას მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, მანანა ბახტურიძემ და ისტორიის მასწავლებელმა ირმა ყეინაშვილმა.
იხილეთ ფოტოები