მუხურის N1 სკოლაში მოსწავლეთა შემეცნების სფეროს გაფართოების მიზნით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
28-03-2017
მუხურის N1 სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - "სამხედრო შეიარაღების ისტორიოგრაფია, კაცობრიობის განვითარების  გზაზე". 

გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ხალხთა ისტორიის მანძილზე მათ მიერ შექმნილი საბრძოლო იარაღების შესახებ, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში. 

საკითხი საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისათვის, გაკვეთილის მიზანი იყო მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდებით კონკრეტულ საკითხზე მოსწავლეთა შემეცნების სფეროს კიდევ უფრო გაფართოება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203