ბაზალეთის საჯარო სკოლამ ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობისგან მადლობის წერილი მიიღო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაზალეთის საჯარო სკოლამ სოფელ ქვედა საქარადან მადლობის წერილი მიიღო.
წერილს ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ავთანდილ ქათამაძე, ქვედა საქარის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ტუკვაძე და ქვედა საქარის ადმინისტრაციულო ერთეულის სპეციალისტი მანანა ბარბაქაძე აწერენ ხელს.
სოფელ ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბაზალეთის საჯარო სკოლას, ეკო კლუბ ,,ბაოს" ხელმძღვანელს თეა ტალახაძეს და „ბაოელებს“ კესო ჩხიკვაძეს, ანა დეკანოსიძეს, თორნიკე ნანიტაშვილს გულისხმიერებისა და თანადგომისათვის.
„ჩვენი „ბაოელები“ ქვედა საქარის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის გაშენებაში მონაწილეობდნენ. პროექტს „ქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად“ ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის", შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი"და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ერთობლივად ახორციელებენ. ბაოელები, დედამიწის მწვანე საფარის მცველები, სიყვარულით ზრუნავენ გარემოზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები