ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (კვირეული) - „დედამიწა იწყება ჩემი სკოლის ეზოდან“ გრძელდება.
კვირეულის ფარგელებში სკოლაში მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება, მათ შორის, სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე კედლის გაზეთები დაამზადეს და დასუფთავების აქცია მოაწყეს.
კვირეულის გეგმა შემდეგია - ნახატების გამოფენა, თეორიული კონფერენცია, კედლის გაზეთის გამოშვება, ნერგების დარგვა, ეზოს დასუფთავება და კვირეულის შეჯამება.
იხილეთ ფოტოები