მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წაიკითხეს.
აქტივობის შესახებ პედაგოგმა ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შვლის ნუკრის ამბავს ვკითხულობთ სამი დღეა... დღეს ბუერას ფართო ფოთლებს შეფარებული დედა-შვილის შეგრძნებებს გავეცანით. მოდით, ჩვენც ვიგრძნოთ ბუნებაში დაბადებული ემოციები და სკოლის ნაძვნარში გავიდეთ-მეთქი... გაუხარდათ... ახლა სხედან „ცისქვეშა საკლასო ოთახში“ და შვლის ნუკრივით აღწერენ საკუთარ განცდებს...ზოგჯერ, კარგია ასეთი „განავარდება“.
იხილეთ ფოტოები