აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ
24-04-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.

მოზარდებმა დაათვალიერეს ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილი V-XIX საუკუნეების ხელნაწერები, საეკლესიო მწერლობის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები.

ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს, ასევე, წარუდგინეს საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხები, ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203