აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
24-04-2019

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგ თინა ჯღარკავას ხელმძღვანელობით ჩატარდა 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„ღონისძიების მონაწილეების ლექსებსა და სიტყვებში იგრძნობოდა ტრაგედიის სიმძაფრე. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაღუპულთა „ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, ფრაზა „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ გასდევდა წითელ ხაზად საღამოს.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა დაღუპულთა ხსოვნას.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203