აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
24-04-2019

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეული იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, დალი სილაგაძე.

სკოლის აღსაზრდელებმა უახლესი წარსულის სურათები გააცოცხლეს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203