ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დედამიწის დღე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელ მზია ბერაძესთან, ბუნების მასწავლებელ ლენა ციცვიძესთან და თამთა მაისურაძესთან ერთად აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე დედამიწასთან დაკავშირებული მიზნობრივი სიტყვათა მარაგი შეისწავლეს და სამოტივაციო პლაკატი შექმნეს. გაკვეთილების ბოლოს, მოსწავლეებმა მწვანე საფარის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს.
მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბუნების დაცვის მიზნით ქაღალდის სწორად მოხმარება და მისი გადამუშავება უნდა მოხდეს. შესაბამისად, წინა წელს განხორციელებული პროექტის -„მეტი წიგნი სკოლას“ - გაგრძელება გადაწყვიტეს, რომელიც მაკულატურის მოგროვებას, ჩაბარებას და სანაცვლოდ ახალი წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებას გულისხმობს.
ასევე, მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაცია Edu Sector-ის ორგანიზებულ, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ.
გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის მარიამ ჩაჩანიძის დაწერილ ჩანახატს მარიამ ჩაჩანიძის ჩანახატი.docx
იხილეთ ფოტოები