ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლაში აქტივობა - ,,ერთი დღით მათემატიკის მასწავლებელი“ განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათემატიკის მასწავლებელმა შორენა მოსინავამ, მოტივაციის ამაღლების მიზნით VIII კლასის მოსწავლეებს შესთავაზა ,,ერთი დღით მათემატიკის მასწავლებელი“ გამხდარიყვნენ.
„მოსწავლეებს იდეა მოეწონათ და გადაწყვიტეს აქტივობაში აქტიურად ჩართულიყვნენ. ამ აქტივობის ფარგლებში მირანდა ფაილოძემ 17 აპრილს ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - ,, ფართობი“. გაკვეთილმა მოსწავლეებში ( ანა ლიპარტელიანი, კახა კინწურაშვილი, მარიამ აბუაშვილი, ნონა სირაძე) დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებს გაუჩნდათ სტიმული და საგნისადმი პოზიტიურად განეწყვნენ. მათ მსგავსი ტიპის გაკვეთილების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები