გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ძალა ერთობაშია“ გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები იმართება. კვირეულის მესამე დღეს სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით თემებზე შექმნილი პლაკატებით თემში გავიდნენ და საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები