მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვანის N3 საჯარო სკოლას წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტუმრობდა.
პრემიერ მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ წიგნის დღე მიულოცა და დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა.
მთავრობის მეთაურთან ერთად ბავშვებს წიგნის დღე მიულოცეს: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესილიძემ და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ.
იხილეთ ფოტოები