წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი და პოსტერები დაამზადეს.
ასევე, სკოლაში გაიმართა დასუფთავების აქცია.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები