„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ შესარჩევ ტურში დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა
24-04-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა“  შესარჩევ ტურში. 

სკოლის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის  VIII და   IX კლასების მოსწავლეებმა - ჯემალი ირემაძე, თეონა ბერიძე, ირმა ჭელიძე მერაბ ბერიძე, რაულ ბერიძე. 

„ამ პროექტში მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის ისტორიის კონსულტანტ-მასწავლებელი ალექსანდრე კაკულია.. პროექტში მონაწილეებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა სკოლის დირექტორი, მერაბ ბერიძე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შესარჩევი ტურის ორივე ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე გადამსვლელთა ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის“, - ნათვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203