ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: იამზე წულუკიძე) სკოლის ბიბლიოთეკაში თავიანთი ხელით შექმნილი წიგნებით აღნიშნეს წიგნის ჩუქების დღე.
კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ მარი ჩხეტიანმა მთელ კლასს საინტერესო წიგნი უსახსოვრა.
კლასის ეს აქტივობა მოიწონა და კლასს სამახსოვრო წიგნი გადასცა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.
„აქტივობა მშობელთა ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდნენ იამზე მასწავლებლისა და სკოლის დირექციის მიმართ“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები