დუშეთის რაიონის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში ნორჩმა გეოგრაფებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ისაუბრეს დედამიწის დღის და სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების აქტუალურობაზე.
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წერილები მისწერეს დედამიწას. პასუხმაც არ დააყოვნა და ბავშვებმა დედამიწისგან „პასუხი მიიღეს“ .
მეთერთმეტე კლასელების მიერ შექმნილი სასწავლ რესურსი - „დედამიწა“ და „დედამიწის აგებულება“ წარადგინეს მეშვიდე კლასისი მოსწავლეებმა.
რაც შეეხება თემას „sos -ატმოსფერო!“ მსმენელს გააცნო მარიამ წოწკოლაუმა და დავით ბედოშვილმა. ეს იყო ხალისით და სიყვარულით სავსე დღე.