კიროვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა
24-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის კიროვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა.

მოსწავლეებმა მოისმინეს ქართული ენის თავგადასავალი, ნახეს 14 აპრილთან დაკავშირებული ვიდეოები, ასევე საქართველოს ბუნებისა და ეროვნულ- კულტურული ღირშესანიშნაობების ამსახველი სლაიდ-შოუ, გამოხატეს შთაბეჭდილებები.

მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაწერეს თემა - ქართული ენა, გააკეთეს კედლის გაზეთი „იაკობ გოგებაშვილი“, შექმნეს „მხიარული ანბანი“.

ჩატარდა ასევე კალიგრაფიის კონკურსი. დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თქვეს ლექსები ქართულ ენაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203