ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით V კლასის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი „ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს პრეზენტაციის მომზადება, შეაგროვეს მასალები და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, გამართეს დისკუსია, შექმნეს სურვილების ხე, საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები. დასკვნით ნაწილში, მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.
პროექტის ინიციატორები იყვნენ ქართული, როგორც მეორე ენის ადგილობრივი მასწავლებელი არევ გაბრიელიანი და დამხმარე მასწავლებელი ხატია ჯვარიძე.
იხილეთ ფოტოები