''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' სოფი ყარალაშვილი სამოქალაქო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებული გახდა
28-03-2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

ერთ-ერთი მათგანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქობოს სკოლის მოსწავლე სოფი ყარალაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ,,სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს სწორედ საქობოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფი ყარალაშვილი დაეუფლა.

საქობოს სკოლის დირექტორი დოდო ჭყონია აღნიშნავს, რომ სოფი ყარალაშვილი ნამდვილად ღირსეული გოგონაა: 

,,სოფი ყარალაშვილი ძალიან მოწესრიგებული გოგონაა. არცერთ კონკურსს არ გამორჩება, ძალიან ბევრჯერ იყო გამარჯვებული. სასწავლო ოლიპმიადებშიც მონაწილეობს, საუკეთესოდ უკრავს. ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' ნამდვილად ღირსეული გოგონაა.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203