მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს
24-04-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლის V-VII-VIII კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ხელმძღვენელობდნენ. 

მოსწავლეებმა ცნობილი ადამიანების გამონათქვამები და წიგნების შესახებ დაწერილი ლექსები წაიკითხეს.

იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 23 აპრილიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. 2003 წელს კი საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღეს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203