ბოლნისის N1 სკოლის მოსწავლე აშშ-ის განათლების სახელმწიფო ბიუროს პროგრამის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა
24-04-2019

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თემურ თუთარაშვილი გახდა აშშ-ის განათლების სახელმწიფო ბიუროს პროგრამა „youth voice - ახალგაზრდული ხმის“ საუკეთესო წარმომადგენელი.

პროგრამაში საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 30 მოსწავლე იყო ჩართული და საქართველოსთან ერთად მოიცავს სხვა მრავალ განვითარებად ქვეყანას.

ოფიციალური წერილი გამოგზავნილია ვაშინგტონის განათლების ბიუროს დეპარტამენტიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203