ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის Iა და Iბ კლასის მოსწავლეებმა, მათი პედაგოგების, დოდო კავკასიძის და ნინო ცარულაშვილის ინიციატივით წიგნის ჩუქების დღე აღნიშნეს.
ერთობლივი ღონისძიების შემდეგ პატარებმა გაიზიარეს ინიციატივა #აჩუქეწიგნი და ერთმანეთი წიგნებით დაასაჩუქრეს. წიგნებით დაასაჩუქრეს ერთმანეთი ასევე კლასის ხელმძღვანელებმა და სკოლის დირექტორმა, ეკატერინე აფხაიძემ.
გორის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მშობლებს ინიციატივის გაზიარებისა და ჩართულობისათვის.
იდეა, რომ 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაწესდეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძესა და „ანაგრამას“ ეკუთნის. #აჩუქეწიგნი - ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.
იხილეთ ფოტოები