23 აპრილს ქალაქ ვანში სკოლების პირველობა ფეხბურთში - ,,კოკა-კოლას თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა აღნიშნულ შეჯიბრში დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა.
სკოლის დირექცია გოგონებს ულოცავს გამარჯვებას და მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ბატონ შალვა გაბუნიას.