საჩხერის მუნიციპალიტეტის, სავანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეთა გუნდი ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ნახევარფინალურ ტურში მონაწილეობდა.
გუნდს ისტორიის პედაგოგი ნინო კომლაძე ხელმძღვანელობდა.
გუნდის წევრები არიან - ირინე ჯაფარიძე, ვახო გაფრინდაშვილი, ანა ტაბატაძე, იოანე ალავიძე, მარიამ ალავიძე და ნათია ტაბატაძე.
პროექტის მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება.
იხილეთ ფოტოები