სახელმწიფოს მიერ სუხჩის საჯარო სკოლის გახსნამდე ადგილობრივები გლახუა ჭოლოკავა და დავით მოგელაძე თავიანთი ინიციატივით ასწავლიდნენ თანასოფლელებს წერა-კითხვას.
1930 წელს სოფელში გაიხსნა სკოლა, რომელიც განთავსდა ყოფილი თავადის, ილიკო ჩიქოვანის სახლში. მას შემდეგ სუხჩის სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა ყოველი სასწავლო წლის დაწყების დროს ცოდნის დღის ზეიმის აღნიშვნა.
2016-2017 სასწავლო წელსაც გაიმართა ეს ღონისძიება. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ზეინაბ კაჭარავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
მან გასული სასწავლო წელი შეაჯამა და წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
მოსწავლეებმა კი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.