ონის კულტურის ცენტრში ახალგაზრდა თვითნასწავლი მოქანდაკის, ზაურ გამყრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
28-03-2017

გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში ახალგაზრდა თვითნასწავლი მოქანდაკის, ზაურ გამყრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ზაურ გამყრელიძე ადრეული ასაკიდან ეზიარა ქანდაკების ხელოვნებას. მან უკვე რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ახლა კი პირველად წარსდგა მშობლიური ონის საზოგადოების წინაშე. 

''მარტივი პირობითი ფორმებით მნიშვნელოვანი სათქმელის გადმოცემა მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელია. ზაურის შემოქმდება ნატიფი საშემსრულებლო ტექნიკით და სიმბოლისტური აზროვნებით გამოირჩევა'' - აღნიშნეს დამთვალიერებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203