სააღდგომო დასვენების დღეებში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა იწვიმოს, - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„25-29 აპრილს საქართველოს მასშტაბით ძირითადად თბილი ამინდი იქნება, თუმცა 27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს და ისიც საღამოს საათებში.
ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება დასავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთით საქართველოში +20, +25 გრადუსის ფარგლებში.
რაც შეეხება დედაქალაქს, 25-26 აპრილს, უნალექო ამინდი იქნება. ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22,+ 24 გრადუსამდე მოიმატებს“, - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.