კოხნარის სკოლაში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ითვალისწინებდა
29-03-2017

კოხნარის სკოლაში კოხნარისა და საჭამიასერის თემების ახალგაზრდებს შორის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა ფეხბურთში. 

გამარჯვებულ გუნდს საჩუქარი სოფლის თვითმმართველობამ გადასცა.

შეხვედრა პროექტის - ''ჩვენ შევძლებთ'' ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა დააფინანსა 1000 ლარით და ითვალისწინებდა თემში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი ცხოვრების კუთხით.

პროექტზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბელა ქემოკლიძემ იმუშავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203